„ქებაი და დიდება ქართულისა ენისაი“


დღეს მსოფლიოში სამი ათასამდე ენაა, ანბანი კი მხოლოდ 14. მათ შორის არის ქართული ანბანიც. საქართველოში, თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთში, აღმოჩენილ ქვებსა და თიხის ჭურჭელზე გამოყვანილია უძველესი, ხატოვანი დამწერლობის ნიშნები. ქართული ანბანური დამწერლობის შემოღებას „ქართლის ცხოვრება“ მეფე ფარნავაზს მიაწერს, ქართული ანბანი სამი სახისაა :ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ანბანი, რომელსაც დღეს ვხმარობთ,არის მხედრული. ძველი და თანამედროვე ქართული ანბანის ასოები ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ იფიქრებთ, სხვადასხვა ერის ანბანიაო. ერთადერთი ასო, რომელიც დღესაც ისე გამოიყურება, როგორც 1500 წლის წინ , არის „ს“

This entry was posted in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink.