მითიდან მეცნიერებამდე



ძველ ეგვიპტეში წერა-კითხვის უცოდინარ მიწათმოქმედს ან განათლებულ ადამიანს წყალდიდობის შესახებ თუ კითხავდით, ასე გიპასუხებდნენ:
მიწათმოქმედი- ჭორომების იქით, ერთ გამოქვაბულს წმინდა გველი იცავს. გამოქვაბულში მდინარის ღმერთი „დიდი ჰაპი“ ზის. მას ხელთ წყლით სავსე ორი კოკა უპყრია. როდესაც ჰაპი კოკებს დახრის-მდინარეში ბევრი წყალი ჩაედინება და წყალდიდობაც იწყება, როცა კოკებს ასწევს , წყლის რაოდენობაც მცირდება და წყალდიდობაც მთავრდება.
განათლებული ადამიანი კი მოწიწებით მოიხსენიებდა „დიდ ჰაპს“ და დაუმატებდა: ჩვენმა ღვთის მსახურებმა ხანგძლივი დაკვირვების შედეგად კალენდარი გამოიგონეს. ამ კალენდრის მიხედვით ნილოსის ადიდების დღეს, 19 ივლისს, ქალაქ მემფისის ცაზე ყოველწლიურად ვარსკვლავი სირიუსი გამოჩნდება. იმავე წელს ახალი წელიც იწყება. წელიწადი სამ სეზონად იყოფა“ გადიდება (ზამთარი), გამოსვლა (გაზაფხული) და სიმშრალე (ზაფხული). თითოეული სეზონი ოთხი თვისაგან , თვე კი 30 დღისაგან შედგება. ყოველი წლის ბოლოს, ღმერთების დღესასწაულების აღსანიშნავად, ხუთი უთარიღო დღე ემატება.
ნებისმიერი ეგვიპტელი ყოველგვარ საქმიანობას ასეთი სიტყვებით იწყებდა: „დიდება შენ, ღვთაებაო ჰაპი, სიცოცხლის მომტანო მთელს ქვეყანაში“

This entry was posted in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink.