ცივილიზაცია



კაცობრიობამ დღემდე თავისი მეტად ხანგრძლივი, ძნელი და ისტორიისათვის ბევრი ნათელი და ამასთან, საიდუმლოებით მოცული გზა გაიარა. ერთმანეთს ცვლიდნენ პატარა და უზარმაზარი სახელმწიფოები, იქმნებოდა და ქრებოდა ცივილიზაციის კერები, რომლებიც ისტორიის საკუთრებად დარჩნენ და თანამედროვე ცივილიზაციის აღმშენებლობა დაგაკისრეს.
რა არის ცივილიზაცია?
თვით სიტყვა ცივილიზაცია, ლათინურად-civilis- ნიშნავს სამოქალაქოს, სახელმწიფოებრივს. ფილოსოფიური ლექსიკონი განმარტავს მას, როგორც მატერიალური და სულიერი მიღწევების ერთობლიობას.
ფრანგი განმანათლებლები ცივილიზირებულს უწოდებდნენ საზოგადოებას დაფუძნებულს საზოგადოებასა და სამართალზე და ამით ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტორთა მნიშვნელობას , რომლებიც უზრუნველყოფდნენ მთლიანობას, საზოგადოების ჰარმონიას.
ცივილიზაციის ცნებას ვიწრო გაგებით, კულტურის ცნებას უკავსირებენ , როგორც ერთობლიობას საზოგადოებრივ-ისტორიულ პროცესში კაცობრიობის მიერ შექმნილი და ქმნადობის პროცეშში მყოფი მატერიალური და სულიერი ღირებულებებისა, რომლებიც საზოგადოების განვითარების ისტორიულად მიღწეულ საფეხურს ახასიათებენ.
აქ მატერიალურ ღირებულებად მიჩნეულია ტექნიკა, საწარმო გამოცდილება, მატერიალური ღირებულებები , ხოლო სულიერში-მეცნიერება , ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია, მორალი, განათლება და ა.შ.
სულიერი კულტურა დამოკიდებულია მატერიალურ კულტურაზე, მაგრამ ახასიათბს შედარებით თავისთავადობა – მემკვიდრეობა, სხვადასხვა ხალხის კულტურათა ურთიერთგავლენა, ეროვნულობა და სხვა.
არის თვით ცნების- ცივილიზაციის შინაარსის თანამედროვე განმარტება. მაგალითად, ეს არის კეთილშობილი ცვლილებები მართველობაში, ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
ეს არის საზოგადოების ორგანიზმის ცალკეული ნაწილები, რომელნიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ეს ადამიანთა ერთობლიობაა, რომელოც გაერთიანებულია ფუძემდებლური სულიერი ფასეულობებით, იდეალებით, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული ნიშანთვისებები, სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციები, კულტურა, ეკონომიკა, და ამ საზოგადოების მიმართ ფსიქოლოგიური გრძნობა.
განვითარების გარკვეულ ეტაპძე , ეს არის ამა თუ იმ ქვეყნების, ქვეყანათა ჟგუფის ან ხალხების მატერიალური, სულიერი, სოციალური ცხოვრების თავისებურებანი და სათანადო დონე.
ეს არის უდიდესი მუზეუმის მსგავსი მატერიალური კულტირის საცავი, სადაც იგი გამოფენილია ყოველგარი სისტების გარეშე.
სახვადასხვა მკვლევარები ცივილიზაციას განიხილავენ საზოგადოების შინაგანი ორგანიძებულობის თვალსაზრისით, რომ საზოგადოება გაპირობებულია სამი ძირითადი კომპონენტით: ტექნიკით, სოციალური ორგანიზაციით და ფილოსოფიით, თანაც სხვა კომპონენტებს ტექნიკა განსაზღვრავს.
სხვა განმარტებით, ეს ცნება მოიცავს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარების დონეს, ახალი ტიპის საზოგადოების სოციალურ-კულტურული მიღწევების შედეგებს, მის როლს თანამედროვე გლობალური პირობების გადაჭრაში, კაცობრიობის საზოგადოების პროცესში.
ისტორიულ-რეგიონალირი თვალსაზრისით გამოიყოფა ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები, ანტიკური ხანის (ბერძნულ -რომაული), სამხრეთ კავკასიის, დასავლეთის, შუა საუკუნოების და ახალი დროის ცივილიზაციები.
ამდენად, მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში თავისი დიდი და განუმეორებელი წვლილი შეიტანეს კონტინენტების ყველა ქვეყანამ, ხალხებმა და ამიტომ იგი ამოუწურავი თემაა.
მისი შესწავლა და მიღებული ცოდანა კაცობრიობის ნათელი მომავლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

This entry was posted in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink.