ადამიანმა ლითონი აღმოაჩინა



პირველი ხალასი ლითონი, რომელიც ადამიანმა აღმოაჩინა, იყო სპილენძი. დაახლოებით 9 ათასი წლის წინ ადამინმა დაამზადა ლითონის პირველი იარაღი. ქვისაგან განსხვავებით, სპილენძის გადნობა და გამოჭედვა შეიძლებოდა. მაგრამ ეს ოქროსფრად ბზინავი ლითონი რბილი იყო და მისგან დამზადებული იარაღი ადვილად იღუნებოდა.
უძველესმა ადამიანმა მეორე ხალასი ლითონი – კალაც აღმოაჩინა. მან კალა და სპილენძი ცეცხლზე ერთად გადაადნო და ახლი ლითონი ბრინჯაო მიიღო. ადამიანი გამდნარ ბრინჯაოს ყალიბებში ასხამდა. როდესაც ლითონი ცივდებოდა, ყალიბიდან მტკიცე და გამძლე ცულებს, ხანჯლებს, მახვილებს, სატეხებს და სხვა იარაღებს იღებდა ხოლმე.
ასე დამთავრდა ქვის ხანა და ასე დაიწყო ლითონის- ბრინჯაოს ხანა.
ადამიანმა კიდევ ერთი ახალი ლითონი-რკინა აღმოაჩინა. მისგან სხვადასხვა ფორმის ბასრპირიანი დანები, ხანჯლები, ხმლები, თოხები და სხვა საბრძოლო და სამუშაო იარაღები დაამზადა. გაჩნდა რკინის გუთანიც. დაახლოებით 3 ათასი წლის წინ ბრინჯაოს ხანა რკინის ხანამ შცვალა.
ლიტ: ძველი მსოფლიო ისტორია (თვალიაშვილი, ჩიკვაიძე, კიკნაძე)

This entry was posted in წინარეისტორია. Bookmark the permalink.