ბიბლია



ბიბილია- ძველი ებრაული ლიტერატურის კრებულია. იგი სხვადასხვა დროს შედგენილ ძეგლებს აერთიანებს. მათგან უძველესად ითვლება „წინასწარმეტყველ ქალ დებორას სიმღერა“. მასში აღწერილია პალესტინაში შეჭრილი ებრაელების ერთ-ერთი შეტაკება ამ ადგილების უძველს მოსახლეობასთან-ქანაანელებთან, რომელიც მოხდა ტანააკთან ძვ.წ. XII საუკუნეში. თვით ძეგლი, რომელშიც ეს ამბავია აღწერილი, როგორც ფიქრობენ, ძვ.წ.XI საუკუნეში უნდა იყოს შექმნილი. ეს თხზულება ებრაული ლიტერატურის პირველ დიდ ძეგლად ითვლება. ყველაზე გვიანდელ თხზულებად კი, რომელიც ბიბლიაშია შესული, ითველაბა „წინასწარმეტყველ დანიელის წიგნი“, რომელსაც ძვ. წ.II ს. მიაწერენ. ბიბლიაში შეტანილია სხვა მრავალი ძეგლი, რომლებიც სხვადასხვა დროსაა შექმნილი. მათ ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ მოუღწევიათ. თვით ბიბლიის, როგორც კრებულის, შედგენაც ერთდროულად არ მომხდარა. მისი შემადგენელი ნაწილები ნელ-ნელა იხვეჭდნენ წმინდა, კანონიკური წიგნების მნიშვნელობას. კრებულის წარმოქმნას საფუძველი ეყრება ძ.წ.445 წ., როდესაც ეზრამ დააკანონა პალესტინაში ბაბილონიდან ჩამოტანილი კანონთა კრებული, რომელსაც „ ქურუმთა კოდექს“ ეძახიან. მალე კანონიკური მნიშვნელობა მოიპოვა აგრეთვე „მოსეს ხუთი წიგნის“ სახელით ცნობილმა თხზულებამ. შემდეგში ასეთივე „წმინდა“ გახდა ებრაული ლიტერატურის სხვა ძეგლებიც.
ლიტ: ძველი არმოსავლეთის ხალხთა ისტორია. რედ აკდ. გ მელიქიშვილი

This entry was posted in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink.